Marketing Lead - GEO
freelance mid_levelJob Overview
Academy of the Digital Industries
ციფრული ინდუსტრიის აკადემია (ADI) 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.
2018 წელს თბილისში დაწყებული პატარა ინიციატივა დღეს უკვე წარმოადგენს გლობალურ EdTech პლატფორმას, რომელსაც ჰყავს 30,000-ზე მეტი კურსდამთავრებული.
ჩვენი პროგრამები:
მზადდება ინდუსტრიის პროფესიონალების მიერ
დაფუძნებულია რეალურ ბაზრის მოთხოვნებზე
უზრუნველყოფს კოლაბორაციულ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
2023 წლიდან Tether-თან პარტნიორობით, ჩვენი მისია გაფართოვდა და ახლა გლობალურად, ვეხმარებით ადამიანებს ყველგან მიიღონ პრაქტიკული განათლება და დაიწყონ კარიერა ციფრულ სფეროში.
ჩვენი ღირებულებები:
ადამიანზე ფოკუსი, სიახლეების ძიება, მაღალი ხარისხი და პასუხისმგებლობის აღება.
და მხოლოდ ახლა ვიწყებთ წრების გაფართოებას 🚀
📚 როლის მოკლე აღწერა
ვეძებთ სტრატეგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს მარკეტინგის მიმართულებას და უზრუნველყოფს გაზომვადი ზრდას.
როლს ესაჭიროება სრული მარკეტინგული გვირაბის მართვა:
ვებსაიტი/CMS
ლიდგენერაცია / Performance Marketing
იმეილ მარკეტინგი და ავტომატიზაცია
სოციალური მედია და კონტენტი
SEO/SEM
ბრენდის განვითარება და ინფლუენსერებთან თანამშრომლობა
აუცილებელია მჭიდრო და პროაქტიური თანამშრომლობა გაყიდვებთან — საერთო მესიჯინგი, ლიდების ხარისხი და მიზნების მიღწევა.
👉 ძირითადი პასუხისმგებლობები
მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ბიზნეს მიზნებთან შესაბამისობაში
მარკეტინგის სრული მიქსის მართვა — all channels & all stages
ინტეგრირებული კამპანიების დაგეგმვა და შესრულება
აუდიტორიების სეგმენტაცია და შეტყობინებების პერსონალიზაცია
შედეგების ანალიზი (CAC, CPL, კონვერსია, ROI და სხვ.) და მუდმივი ოპტიმიზაცია
გუნდის ლიდერობა/განვითარება (სოციალური მედია, კონტენტი, რეკლამა და სხვ.)
ბიუჯეტის მართვა — დაბალანსება პერფორმანსსა და ბრენდულ მიზნებს შორის
ბაზრისა და კონკურენტების კვლევა პოზიციონირების გასაუმჯობესებლად
შედეგების პრეზენტაცია მენეჯმენტისთვის
გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა — საერთო მესიჯინგის, KPI-ების და კამპანიიდან გაყიდვამდე შეუფერხებელი პროცესის უზრუნველსაყოფად
ციფრული მარკეტინგის გუნდის (კონტენტის შემქმნელები, რეკლამირების სპეციალისტები და სხვ.) რეკრუტინგი, მართვა და განვითარება
Make Your Resume Now