Make Your Resume Now

Social Media Mentor GEO

freelance mid_level

Job Overview

ADI-ის შესახებ

ციფრული ინდუსტრიის აკადემია ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის - ადგილობრივ ბაზარზე ციფრული ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადასაჭრელად.

2018 წელს თბილისში დაწყებული პატარა ინიციატივა დღეს უკვე წარმოადგენს გლობალურ EdTech პლატფორმას, რომელსაც ჰყავს 30,000-ზე მეტი კურსდამთავრებული.

2023 წლიდან Tether-თან პარტნიორობით, ჩვენი მისია გაფართოვდა  და ახლა გლობალურად ვეხმარებით ადამიანებს მიიღონ პრაქტიკული განათლება და დაიწყონ კარიერა ციფრულ სფეროში.

როლის მოკლე აღწერა

ციფრული ინდუსტრიის აკადემია ეძებს გამოცდილ სოცმედია მენეჯერს, რომელსაც სურს თავისი პრაქტიკული ცოდნა გაუზიაროს სტუდენტებს.

მენტორის მიზანია პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გამოცდილების შექმნა, რაც დაეხმარება სტუდენტებს განივითარონ სტრატეგიული აზროვნება, კრეატიულობა და თავდაჯერებულობა სოციალური მედიის პლატფორმების პროფესიონალურად მართვაში.

ძირითადი მოვალეობები

  • ცოდნის გაზიარების, მენტორობის და სტუდეტებთან ურთიერთობის სურვილი;

  • როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ გარემოში ვორქშოპების ჩატარება დეტალური სილაბუსის მიხედვით, რომელიც მოიცავს აქტიურ დისკუსიებს და პროექტის მოდელზე დაფუძნებულ სწავლებას;

  • სწავლების პრაქტიკული მოდელის შექმნა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით - რეალური ქეისების გამოყენებით;

  • სწავლების პროცესში სტუნდენტების მხარდაჭერა და წახალისება;

  • ჩართულობის, პოზიტიური და ინკლუზიური გარემოს შექმნა სწავლების პროცესში;

  • დარგის სიახლეების მუდმივი გაცნობა და სწავლების პროცესში უახლესი მიდგომების გამოყენება;

Ready to Apply?

Take the next step in your career journey

Stand out with a professional resume tailored for this role

Build Your Resume – It’s Free!