Generative AI Mentor GEO
freelance mid_levelJob Overview
Academy of the Digital Industries
ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.
დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში.
2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.
როლის მოკლე აღწერა
გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ფუნდამენტურად ცვლის ჩვენი მუშაობის, შემოქმედებისა და აზროვნების სტილს.
ADI-ში კი ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, აუწყონ ფეხი ამ პროგრესს და მაქსიმალურად გამოიყენონ ახალი შესაძლებლობები. ჩვენ ვეძებთ Generative AI მენტორს, რომელიც გაუძღვება პრაქტიკულ, ინტერაქციულ ვორქშოფებს, სადაც მთავარი აქცენტი არა მხოლოდ თეორიულ ცოდნაზე, არამედ რეალურ შედეგებზე იქნება მიმართული. თქვენი მისიაა, სტუდენტებს დაეხმაროთ შექმნან კონკრეტული პროდუქტები — ეფექტური Prompt-შაბლონები, კონტენტ-პორტფოლიოები და ინტელექტუალური სამუშაო პროცესები. თქვენი დახმარებით სტუდენტები ისწავლიან სწორი კითხვების დასმას, ხარისხიანი პასუხების მიღებას და იმ პრინციპების გააზრებას, რაც კონკრეტული მითითებების ეფექტურობას განაპირობებს. თუ თქვენ თავისუფლად ფლობთ ChatGPT, Midjourney, Claude-სა თუ სხვა მსგავს ინსტრუმენტებს და შეგიძლიათ ეს ცოდნა გარდაქმნათ პრაქტიკულ, შთამაგონებელ ვორქშოპებად ცნობისმოყვარე გონებისთვის, ჩვენ მოხარულები ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით.
ძირითადი მოვალეობები
გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება სტუდენტებისთვის,
ონლაინ და/ან ფიზიკური ვორქშოფების ჩატარება, სტრუქტურირებული სილაბუსის მიხედვით, რომელიც აერთიანებს თეორიას, პრაქტიკულ მაგალითებსა და სავარჯიშოებს.
სწავლების პროცესში სტუნდენტების მხარდაჭერა და წახალისება;
ჩართულობის, პოზიტიური და ინკლუზიური გარემოს შექმნა სწავლების პროცესში;
დარგის სიახლეების მუდმივი გაცნობა და სწავლების პროცესში უახლესი მიდგომების გამოყენება.
Make Your Resume Now