Make Your Resume Now

Sales Mentor GEO

freelance mid_level

Job Overview

About Academy of the Digital Industries

ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.

დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში.

2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა
Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.

როლის მოკლე აღწერა

ციფრული ინდუსტრიის აკადემია ეძებს გამოცდილ გაყიდვების მენტორს, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებს თანამედროვე გაყიდვის ტექნიკებს, CRM სტრატეგიებს და ციფრულ ინსტრუმენტებს.

იდეალურ კანდიდატს უნდა ჰქონდეს პრაქტიკული სწავლების გამოცდილება  ამ მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები

  • გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება სტუდენტებისთვის;

  • ონლაინ და/ან ფიზიკური ვორქშოფების ჩატარება, სტრუქტურირებული სილაბუსის მიხედვით, რომელიც აერთიანებს თეორიას, პრაქტიკულ მაგალითებსა და სავარჯიშოებს;

  • სტუდენტებისთვის თანამედროვე CRM სისტემების (მაგალითად Salesforce, HubSpot, Pipedrive, Zoho) ეფექტურად გამოყენების სწავლება;

  • რეალური და პრაქტიკული მაგალითების გაზიარება;

  • სტუდენტების პროფესიული ზრდა და ტექნიკური უნარების ხელშეწყობა;

  • მჭიდრო თანამშრომლობა აკადემიის გუნდთან, რათა უზრუნველყოთ კურსის ხარისხი და თანამედროვე მიდგომები.

Ready to Apply?

Take the next step in your career journey

Stand out with a professional resume tailored for this role

Build Your Resume – It’s Free!