Make Your Resume Now

Excel Mentor GEO

freelance mid_level

Job Overview

About Academy of the Digital Industries

ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.

დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში.

2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა
Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.

როლის მოკლე აღწერა

ვეძებთ გამოცდილ და ცოდნის გაზიარებით მოტივირებულ Microsoft Excel მენტორს, რომელიც სტუდენტებს შესთავაზებს პრაქტიკულ, ინდუსტრიაზე ორიენტირებულ სასწავლო გამოცდილებას როგორც დამწყები, ისე მოწინავე დონის პროფესიონალებისთვის. საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა Excel-ის ექსპერტი, რომელსაც აქვს ბიზნეს ანალიტიკის, ფინანსების, ანგარიშგების ან მონაცემთა ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება. სიამოვნებს სხვებისთვის ცოდნის გაზიარება და იმ უნარების განვითარებაში დახმარება, რომლებიც სტუდენტებს რეალურ სამუშაო გარემოში გამოადგებათ.

მენტორი სტუდენტებს გაუძღვება თანამედროვე Excel-ის სამუშაო პროცესებში — საბაზისო ცხრილებიდან და ფორმულებიდან დაწყებული, მონაცემთა ანალიზით, ავტომატიზაციითა და დეშბორდების შექმნით დასრულებული — რეალურ ბიზნეს სცენარებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დაფუძნებით.

ძირითადი მოვალეობები:

  • გაუზიაროთ სტუდენტებს ცოდნა, უხელმძღვანელოთ და დაუჭიროთ მხარი მათ განვითარებას.

  • წაუძღვეთ ონლაინ და ადგილზე ჩატარებულ ვორქშოფებს დეტალური სილაბუსის მიხედვით, რომელიც ხელს უწყობს აქტიურ ჩართულობას, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას.

  • ჩაატაროთ პრაქტიკული ტრენინგები „Learning by Doing“ მიდგომით, რეალურ ბიზნეს, ფინანსურ და ანალიტიკურ მაგალითებზე დაფუძნებით და არა მხოლოდ თეორიაზე.

  • ასწავლოთ Microsoft Excel დამწყები დონიდან მოწინავე დონემდე — ცხრილების მართვა, ფორმულები, ანგარიშგება და ავტომატიზაცია.

  • გააცნოთ სტუდენტებს Microsoft Excel 365-ის თანამედროვე ფუნქციები, მათ შორის Power Query, Dynamic Arrays, ინტერაქტიული დეშბორდები და პროდუქტიულობის თანამედროვე ინსტრუმენტები.

  • ასწავლოთ ანალიტიკური ფუნქციები, როგორიცაა XLOOKUP, INDEX/MATCH, Pivot Tables, პირობითი ლოგიკა და მონაცემთა ვალიდაცია.

  • უხელმძღვანელოთ სტუდენტებს მონაცემთა გაწმენდის, ტრანსფორმაციის, ანგარიშგებისა და ვიზუალიზაციის პროცესებში Excel-ის საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებით.

  • შეამოწმოთ დავალებები, აკონტროლოთ სტუდენტების პროგრესი და მიაწოდოთ კონსტრუქციული უკუკავშირი კურსის განმავლობაში.

  • დაეხმაროთ სტუდენტებს პრაქტიკული პროექტების შესრულებაში და შეაფასოთ მათი საბოლოო ნამუშევრები.

  • საჭიროების შემთხვევაში განაახლოთ პრაქტიკული სავარჯიშოები და სასწავლო მასალები, რათა შეესაბამებოდეს ინდუსტრიის მიმდინარე სტანდარტებსა და Excel-ის განვითარებად შესაძლებლობებს.

  • შექმნათ მოტივირებული, პოზიტიური და ინკლუზიური სასწავლო გარემო.

  • იყოთ ინფორმირებული Microsoft Excel-ის უახლეს ფუნქციებზე, AI-ზე დაფუძნებულ პროდუქტიულობის ინსტრუმენტებზე (მაგალითად, Microsoft Copilot და ChatGPT) და მონაცემთა ანალიზის საუკეთესო პრაქტიკებზე და მათი ინტეგრაცია სასწავლო პროცესში.

  • მოარგოთ სილაბუსი ADI-ის საგანმანათლებლო ხედვას — 10 ვორქშოფი, თითოეული 2 საათის ხანგრძლივობით, ისეთი თემებით, როგორებიცაა:

    • Excel-ის საფუძვლები

    • ფორმულები და ფუნქციები

    • მონაცემთა გაწმენდა და ვალიდაცია

    • Pivot Tables და მონაცემთა ანალიზი

    • Power Query

    • Dynamic Arrays

    • დეშბორდები და მონაცემთა ვიზუალიზაცია

    • ავტომატიზაცია და პროდუქტიულობის ინსტრუმენტები

    • AI Excel-ში

    • დასკვნითი პრაქტიკული პროექტი

Ready to Apply?

Take the next step in your career journey

Stand out with a professional resume tailored for this role

Build Your Resume – It’s Free!