Mobile Photography Mentor GEO
freelance mid_levelJob Overview
About Academy of the Digital Industries
ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.
დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში.
2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.
როლის მოკლე აღწერა
ვეძებთ კრეატიულ, გამოცდილ მობილური ფოტოგრაფიის მენტორს რომელიც უხელმძღვანელებს პრაქტიკულ, პროექტებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამას დამწყები და საშუალო დონის სტუდენტებისთვის. საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა პროფესიონალი ფოტოგრაფი, რომელიც იღებს მობილურითაც. ასევე კონტენტ-კრეატორი ან ვიზუალური თხრობის სპეციალისტი, რომელსაც სურს გაუზიაროს სტუდენტებს თავისი გამოცდილება და შთააგონოს ისინი მაღალი ხარისხის ვიზუალური კონტენტის შესაქმნელად მხოლოდ სმარტფონის გამოყენებით.
მენტორი სტუდენტებს ასწავლის მობილური ფოტოგრაფიის საფუძვლებს, როგორებიცაა განათება, კომპოზიცია, დამუშავება და ვიზუალური თხრობა. დაეხმარება მათ, ჩამოაყალიბონ პერსონალური ბრენდისა და სოციალური მედია პლატფორმებისთვის შესაბამისი ერთგვაროვანი ვიზუალური სტილი.
ძირითადი მოვალეობები:
გაუზიაროთ სტუდენტებს ცოდნა, უხელმძღვანელოთ და დაუჭიროთ მხარი მათ განვითარებას.
წაუძღვეთ ონლაინ და ადგილზე ჩატარებულ ვორქშოფებს, დეტალური სილაბუსის მიხედვით, რომელიც ხელს უწყობს აქტიურ ჩართულობას, პრაქტიკულ დავალებებსა და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას.
ასწავლოთ სმარტფონით ფოტოგრაფიაზე მორგებული (iOS და Android). ფოტოგრაფიის საფუძვლები - კომპოზიცია, განათება, პერსპექტივა, ექსპოზიცია და თხრობა.
აჩვენოთ პროფესიული მობილური ფოტო-დამუშავების ტექნიკები, ინდუსტრიის წამყვანი აპლიკაციების, მაგალითად Adobe Lightroom Mobile-ისა და სხვა შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით.
დაეხმაროთ სტუდენტებს საკუთარი ვიზუალური იდენტობის ჩამოყალიბებაში, ასწავლოთ ფერთა თეორია, ესთეტიკა და კონტენტის დაგეგმვა ისეთი პლატფორმებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ინსტაგრამი.
შეამოწმოთ დავალებები, მიაწოდოთ კონსტრუქციული უკუკავშირი და გაუწიოთ მენტორობა სტუდენტებს სასწავლო პროცესის მანძილზე.
შეაფასოთ და უხელმძღვანელოთ სტუდენტებს დასკვნითი ფოტო-პროექტის შესრულებისას.
შექმნათ მოტივირებული, პოზიტიური და ინკლუზიური სასწავლო გარემო ყველა სტუდენტისთვის.
იყოთ ინფორმირებული უახლეს ტენდენციებზე მობილურ ფოტოგრაფიაში, დამუშავების ტექნიკებსა და სოციალური მედია კონტენტის სტანდარტებში და ახდენდეთ მათ ინტეგრაციას სასწავლო პროგრამაში.
მოარგოთ სილაბუსი ADI-ის საგანმანათლებლო ხედვას - 10-12 ვორქშოფი, თითოეული 2 საათის ხანგრძლივობით, ისეთი თემებით, როგორებიცაა:
მობილური ფოტოგრაფიის საფუძვლები
კომპოზიციისა და განათების ტექნიკები
სმარტფონის კამერის შესაძლებლობები (iOS და Android)
Adobe Lightroom Mobile
ფერთა თეორია და ვიზუალური ესთეტიკა
ერთგვაროვანი სოციალური მედია ფიდის შექმნა
პრაქტიკული გადაღების სესიები
დასკვნითი ფოტო-პროექტი
Make Your Resume Now