ბუღალტერი
Full-time Not ApplicableJob Overview
სელფი მობაილი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია
** საბუღალტრო გატარებების წარმოება IFRS სტანდარტების და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად
** ERP სისტემაში ანალიტიკური მუხლების კონტროლი, თვის დახურვის პროცესში რეგლამენტის შესაბამის პროცედურებში მონაწილეობა
** საგადასახადო პორტალთან RS.GE მუშაობა, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღება
** ხელშეკრულებებზე მუშაობა ფინანსური და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად
** რეპორტების მომზადება კომპანიის შიდა მოთხოვნების შესაბამისად
** კრედიტორებთან რეგულარული კომუნიკაცია მონაცემების შესადარებლად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან/და ბუღალტერიის მიმართულებით
** მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე
** საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა
** Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
** გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლიანობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნების და დროის ეფექტური მართვის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი, 2025
Make Your Resume Now