ქსელის ხარისხის გამოცდილების სპეციალისტი
Full-time Not ApplicableJob Overview
სელფი მობაილი აცხადებს ვაკანსიას ქსელის ხარისხის გამოცდილების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი (ფუნქცია-მოვალეობების შესრულება ითვალისწინებს მივლინებას საქართველოს მასშტაბით)
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების გამოცდილების იდენტიფიცირებისათვის დრაივ ტესტის მონაცემების შეგროვება და გაანალიზება
** ტესტირების შედეგად პრობლემური არეების იდენტიფიცირება და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა
** მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება ყველა არხიდან და მონიტორინგი ქსელთან დაკავშირებულ საკითხებზე
** ტექნიკური საკითხების მომხმარებლისთვის მარტივად, მათთვის გასაგებ ენაზე ახსნა
** მუდმივი კომუნიკაცია ქოლ-ცენტრის, საცალო გაყიდვების, ონლაინ ჩეთის, სოციალური მედიის და CFL გუნდებთან ინფორმაციის გაზიარების მიზნით
** თანამშრომლობა ტექნიკურ გუნდთან პრობლემების გადამოწმებისა და გადაწყვეტის მიზნით
** მომხმარებლის გამოცდილების ანალიზის საფუძველზე პერიოდული რეპორტების მომზადება
თუ შენ:
** გიყვარს ტექნოლოგიები
** გაქვს დრაივ ტესტის მონაცემების შეგროვების და ანალიზის შესაბამისი უნარები და გამოცდილება
** სასურველია გქონდეს განათლება ტექნიკური მიმართულებით
** ხარ მოტივირებული და სწრაფად ითვისებ სიახლეებს
** გაქვს მონაცემების დამუშავების/ანალიზის და არგუმენტირებული მსჯელობის კარგად განვითარებული უნარები
** შეგიძლია MS Office-ის აპლიკაციებში (Word, Excel, PPT) მუშაობა
** შეგიძლია როგორც დამოუკიდებლად ასევე გუნდურად მუშაობა
** სრულყოფილად ფლობ ქართულ ენას, კარგად იცი ინგლისური ენა
და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა, გამოგვიგზავნე რეზიუმე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 22.10.2025
Make Your Resume Now