პროდუქტის მენეჯერი
Full-time Not ApplicableJob Overview
სელფი მობაილი აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერი - ს პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** ინოვაციური ტელეკომ პროდუქტებისა და შეთავაზებების შემუშავება
** ახალი პროდუქტის სრულ ციკლის მართვა - იდეის გენერირებიდან (ბიზნეს ქეისის შემუშავება და სტრატეგიული დაგეგმვა), პროდუქტის წარმატებულ გაშვებამდე
** არსებული პროდუქტის განვითარების სრული ციკლის მართვა/პროცესის მონიტორინგი/ გაშვების შემდომი ანალიზი
** მომხმარებლის უკუკავშირს, ბაზრის ტენდენციებსა და კომპანიის ბიზნეს მიზნების გათვალისწინებით
პროდუქტის განვითარების გზის (roadmap-ის) განსაზღვრა და მართვა
** ბიზნესის ზრდის პოტენციური შესაძლებლობების, ლოკალური და საერთაშორისო ბაზრის ტენდენციების, კონკურენტების ფასების და მომხმარებლის ქცევის მონიტორინგი
** სტრატეგიული ურთიერთობის განვითარებისთვის შესაბამისი პარტნიორების იდენტიფიცირება, შეფასება და ონბორდინგი
** პროდუქტის დანერგვისა და შემდგომი მონიტორინგისთვის აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა განყოფილებებთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, ეკონომიკის, ტექნოლოგიების მიმართულებით
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება პროდუქტის განვითარებასა და შეთავაზებების მართვაში, სასურველია ტელეკომ სექტორში
** სამუშაო გამოცდილება მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და KPI-ების ანალიზში
** კონკურენტული და მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზებების შექმნის გამოცდილება
** პროდუქტის შექმნის და განვითარების სრული ციკლის მართვის გამოცდილება
** მოლაპარაკებების წარმოების, საქმიანი და ეფექტური კომუნიკაციის/პრეზენტაციის კარგად განვითარებული უნარები
** ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე,
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 დეკემბერი, 2025.
Make Your Resume Now