Make Your Resume Now

ფინანსური დაგეგმვის და ანალიზის (FP&A) სპეციალისტი

Posted January 29, 2026
Full-time Not Applicable

Job Overview

სელფი მობაილი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დაგეგმვის და ანალიზის (FP&A) სპეციალისტის პოზიციაზე.
 
ძირითადი მოვალეობები:
** ბიუჯეტირების და პროგნოზირების ციკლების მხარდაჭერა: შემოსავლების, საოპერაციო  და კაპიტალური დანახარჯების წლიური ბიუჯეტის, კვარტალური და ყოველთვიური პროგნოზების მომზადებაში ჩართულობა;
** მმართველობითი ანგარიშგება და მთავარი მაჩვენებლების ანალიზი: ყოველთვიური მმართველობითი ანგარიშების მომზადება, ძირითადი ეფექტიანობის ინდიკატორების მონიტორინგი და ფაქტობრივი შედეგების ბიუჯეტთან შედარებითი ანალიზი;
** ფინანსური მოდელირება: სხვადასხვა სტრატეგიული პროექტის ბიზნეს ქეისებისთვის ფინანსური მოდელების შექმნა და მართვა;
** კომერციული საქმიანობის მხარდაჭერა: პროდუქტებისა და ტარიფების მომგებიანობისა და ინვესტიციის უკუგების ანალიზი, სხვადასხვა გუნდებისთვის ანალიტიკური მიგნებების მიწოდება;
** პრეზენტაციების მომზადებაში ჩართულობა: ფინანსური შედეგების, რისკებისა და შესაძლებლობების ვიზუალიზაცია;
** პროცესების ოპტიმიზაციაში ჩართულობა: დაგეგმარებისა და ანგარიშგების პროცესების, შაბლონებისა და ინსტრუმენტების მუდმივი გაუმჯობესება და ავტომატიზაცია;
** Ad-hoc ანალიტიკური დავალებები: უშუალო ხელმძღვანელის ან მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული სხვადასხვა ანალიტიკური დავალების შესრულება ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე;

თუ შენ გაქვს:
** რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნეს-ადმინისტრირების/ფინანსების განხრით;
** ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა და ფინანსური ანგარიშგების ანალიზის უნარი;
** ბიუჯეტირებისა და პროგნოზირების კონცეფციების/ფინანსური მოდელირების ფუნდამენტური ცოდნა;
** Ms Microsoft პროგრამების სიღრმისეული ცოდნა;
** ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება; 
** დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
** რთული ფინანსური მონაცემების მარტივად გადმოცემის უნარი;
** ინგლისურ ენაზე გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა,
გამოგვიგზავნე რეზიუმე, განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 თებერვალი, 2026.


** უპირატესობად ჩაითვლება IFRS სტანდარტის ცოდნა ან/და CFA პროგრამის კანდიდატობა;
 

Ready to Apply?

Take the next step in your career journey

Stand out with a professional resume tailored for this role

Build Your Resume – It’s Free!