იურისტი
Full-time Not ApplicableJob Overview
სელფი მობაილი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ძირითადი მოვალეობები:
**კორპორატიული დოკუმენტების მომზადება (პარტნიორთა კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს ოქმების მომზადება, დირექტორების და სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ცვლილება);
**საჭიროების შემთხვევაში კომპანიის მიერ შემუშავებული პროცედურების/რეგულაციების (ფორმალური და არაფორმალური წესები) დანერგვა და მათი შესრულების კონტროლი;
**კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის და განმარტების მიცემა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე;
**ინიციატორ დეპარტამენტებთან ერთად ხელშეკრულებების, შეთანხმებების და სხვა გარიგების პროექტების მომზადება/ვიზირება;
**სარჩელების/საჩივრების და სხვა სასამართლო დოკუმენტების მომზადება და კომპანიის ინტერესების წარმოდგენა/დაცვა სასამართლოში, საქართველოს კომუნიკაციების კომისიაში და სხვა სახელმწიფო ორგანოებში;
**კომპანიაში დაგეგმილ პროექტებში/სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მიღება და პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
**იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სამოქალაქო-ადმინისტარციული სამართლის განხრით
** აუცილებელია სასამართლო პროცესზე კომპანიის წარმომადგენლობის და ინტერესების დაცვის გამოცდილება
**ადვოკატთა ასოციაციის წევრის სტატუსი საერთო ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით
** უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით (უპირატესობად ჩაითვლება მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი)
**ქართული ენის სრულყოფილად ფლობა, ინგლისურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია (უპირატესობად ჩაითვლება დამატებით რომელიმე უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა)
**კარგად განვითარებული დროის მართვის უნარები
**ეფექტურად მუშაობა სხვადასხვა დავალებაზე
**გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარები
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 თებერვალი, 2026
Make Your Resume Now